ნინო გოგუაძე :  საკონსტიტუციო რევოლუცია „ქართულმა ოცნებამ“ მოახდინა

ნინო გოგუაძე : საკონსტიტუციო რევოლუცია „ქართულმა ოცნებამ“ მოახდინა

საკონსტიტუციო რევოლუცია მოახდინა სწორედ „ქართულმა ოცნებამ“, - ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნინო გოგუაძემ მმართველი გუნდის წევრების განცხადების საპასუხოდ განაცხადა, რომელშიც სადაც „ნაციონალურ მოძრაობას“ საკონსტიტუციო რევოლუციის მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებენ.

როგორც ნინო გოგუაძემ აღნიშნა, ხელისუფლებამ ჯერ საერთო სასამართლოები დაიმორჩილა, ახლა კი ცდილობს დაიმორჩილოს საკონსტიტუციო სასამართლო.

„კონსტიტუციური რევოლუცია მოახდინა სწორედ „ქართულმა ოცნებამ“, რომელმაც ჯერ დაიმორჩილა საერთო სასამართლოები და ჩააბარა ლევან მურუსიძეს. ამით კონსტიტუცია დაარღვია და დამოუკიდებელი სასამართლოს ნაცვლად მორჩილი სასამართლო მივიღეთ და ახლა კონსტიტუციურ რევოლუციას უწყობენ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელსაც ზუსტად ისევე იმორჩილებს ხელისუფლება, როგორც პირველი ინსტანცია დაიმორჩილა“, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.