დავით უსუფაშვილი - ორპარტიული სტრატეგიული თანამშრომლობა შეთანხმებიდან ორ დღეშივე მიინგრ-მოინგრა

დავით უსუფაშვილი - ორპარტიული სტრატეგიული თანამშრომლობა შეთანხმებიდან ორ დღეშივე მიინგრ-მოინგრა

ბატონ გიორგი კვირიკაშვილთან საუბრის შედეგად მიღწეული შედეგი ორპარტიული სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ, ბოლო ორ კვირაში კი არა, იმ შეთანხმებიდან ორ დღეშივე მიინგრ-მოინგრა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებელის გადაცემაში ”მთავარი” განაცხადა. 
როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის გულწრფელობაში ეჭვი არ ეპარება. 
”ჩვენ გვითხრეს, რომ მას სურდა ამ ტიპის პარტნიორობა, მაგრამ მოხდა ისე, რომ პარტიამ სხვა სხვა პრიორიტეტი მოძებნა და განსაზღვრა. სტრატეგიული პარტნიორობა მალევე დასრულდა მაშინ, როდესაც ჩვენ ვთქვით, რომ არჩევნებში ცალ-ცალკე ვიღებთ მონაწილეობას. მაგრამ არჩევნებში ცალ,ცალკე მონაწილეობა ქვეყნის, საქმის ხარჯზე, საგარეო ურთიერთობების ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს. ჩვენ საქართველოს მოსახლეობას ერთად შევპირდით ქვეყნის ეფექტურ და სწორ მართვას”, - განაცხადა უსუფაშვილმა.