თინა ხიდაშელს დიდ პატივს ვცემ და ეს ამასწინანდელ ბლოგში, "ხიდაშელის ანტიდოტში", სრულად გამოვხატე.
მაგრამ თინას კრიტიკა და შეშფოთება , რომ იზორიას სახით თავდაცვაში "სუსი დაინიშნა", - ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს რამდენიმე მომენტის გამო:
1) სპეცსამსახურში და შინაგან საქმეთა სამინისტროში მაღალი პოსტები ეკავათ საქართველოს ბოლო რამდენიმე მინისტრს ( მათ შორის ირაკლი ალასანიას)
2) რაკი გვიყვარს დასავლეთის მაგალითების მოხმობა, სპეცსამსახურებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროებში ხელმძღვანელებად მუშაობდნენ ნატოს წევრი ქვეყნების რამდენიმე თავდაცვის მინისტრი . მათ შორის აშშ-ის თავდაცვის მინისტრი 2011-13 წლებში ლეონ პანეტა. გუგლით კიდევ უფრო მეტი მაგალითის მიძებნა შეიძლება;
3) სუს-ი არ არის უცხოეთის, იგი საქართველოს უსაფრთხოების სამსახურია
დაბოლოს
4) თინა ხიდაშელი იყო ერთ-ერთი ყველაზე კარგი და კრეატიული თავდაცვის მინისტრი. მან, პირველმა ქალმა თავდაცვის მინისტრმა, ამ საჯარო თანამდებობის თამასა საკმაოდ მაღლა ასწია. ასეთი მემკვიდრეობა სერიოზული გამოწვევაა ლევან იზორიასთვის, რომელიც ყოველთვის მეორე ვიოლინო იყო.