თბილისის საკრებულო ხვალ მერიის ოთხ თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატების დამტკიცების შესახებ იმსჯელებს

თბილისის საკრებულო ხვალ მერიის ოთხ თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატების დამტკიცების შესახებ იმსჯელებს

თბილისის საკრებულო ხვალ მერიის მიერ ოთხ თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატების დამტკიცების შესახებ იმსჯელებს. 
თბილისის საკრებულო სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად მერიის მიერ წარდგენილ კანდიდატებზე იმსჯელებს. კერძოდ, საკრებულოს წევრებმა ხმათა უმრავლესობით თბილისის მერის ორი მოადგილის, ადმინისტრაციის უფროსისა და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უროსის პოსტებზე კანდიდატები უნდა დაამტკიცონ.
გიორგი ლილუაშვილის ნაცვლად თბილისის მერის მოადგილის თანამდებობაზე წარდგენილია თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსი გიგა ნიკოლეიშვილი; ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე კი წარდგენილია მოქმედი ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის ირაკლი ხუცურაულის კანდიდატურა. 
ასევე, მერის მეორე მოადგილის პოსტზე წარდგენილია იურიდიული სამსახურის უფროსი ნატო ქიტიაშვილი. თუ ვინ იქნება იურიდიული სამსახურის უფროსი ჯერჯერობით უცნობია. ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე კი ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი უკლებაა წარდგენილი. 
კანდიდატებს დღეს საკრებულოს იურიდიული კომომისიის სხდომაზე დეპუტატებმა თანხმობა მისცეს. თავი შეიკავა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა - თბილისის“ თავმჯდომარემ ირაკლი აბესაძემ. მისითქმით, მერიაში მხოლოდ შიდაგადაადგილებები ხდება და თბილისელები მერიის საქმიანობაში არანაირ გაუმჯობესებას არ უნდა ელოდნენ.
თბილისის მერიაში ამჟამად ვაკანტური რჩება არქიტექტურის სამსახურის უფროსის თანამდებობა.