ლევან იზორია თეორიული მომზადებით და ერუდიციით იქნება მინისტრი, რომელსაც შეეძლება დასავლეთში ყველა კარი გააღოს

ლევან იზორია თეორიული მომზადებით და ერუდიციით იქნება მინისტრი, რომელსაც შეეძლება დასავლეთში ყველა კარი გააღოს

ლევან იზორია თეორიული მომზადებითა და ერუდიციით იქნება მინისტრი, რომელსაც შეეძლება დასავლეთში ყველა კარი გააღოს, - ასე აფასებს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი, თავდაცვის მინისტრის პოსტზე ლევან იზორიას დანიშვნას.

როგორც ცისკარიშვილმა ”ინტერპრესნიუსთან” საუბრისასა განაცხადა, იზორიას შეუძლია მიღებული გამოცდილებით ერთ-ერთი წარმატებული მინისტრი გახდეს.

”ლევან იზორია, თეორიული მომზადებით, ერუდიციით იქნება მინისტრი, რომელსაც ექნება საშუალება დასავლეთში ყველა კარი გააღოს. იზორია იყო საკმაოდ წარმატებული რექტორი პოლიციის აკადემიაში, წარმატებული მინისტრის მოადგილე და დღემდე ერთადერთი კაცი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, რომელსაც რაღაც გამოცდილება მაინც გააჩნდა. მე ვფიქრობ, ის იქნება კარგი თავდაცვის მინისტრი, თუმცა შესაძლოა მისი მინისტრად გადასვლა სახიფათო იყოს, თუ კი სუს-ში მისი ღირსეული შემცვლელი არ მოიძებნება ”,-განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.

პოლიტოლოგი დადებითად აფასებს, მინისტრთა კაბინტის კიდევ ერთ ახალ წევრ ქეთევან ციხელაშვილს.

”ქეთავან ციხელაშვილი დიდი ხანია მუშაობდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის აპარატში. ის იყო საკმაოდ აქტიური მოადგილე ყოფილი მინისტრისა და ვფიქრობ, მისი პროფესიონალიზმი საშუალებას აძლევს, რომ ყველა ის ბერკეტი მოიხმაროს, რაც აუცილებელია მიზნების უკეთ განსახორციელებლად” -განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თავდაცვის ახალი მინისტრი, ასევე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ახალი სახელმწიფო მინისტრი დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში წარადგინა. თინა ხიდაშელის შემცვლელად შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორია დაინიშნა, ხოლო პაატა ზაქარეიშვილი მისმა მოადგილე ქეთევან ციხელაშვილმა ჩაანაცვლა.

თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა თანამდებობები დღეიდან ოფიციალურად დატოვეს.