თუ ევროკავშირი თურქეთისთვის უვიზო რეჟიმს ოქტომბრამდე არ დააწესებს, ანკარა მიგრანტების საკითხზე შეთანხმებას აღარ შეასრულებს

თუ ევროკავშირი თურქეთისთვის უვიზო რეჟიმს ოქტომბრამდე არ დააწესებს, ანკარა მიგრანტების საკითხზე შეთანხმებას აღარ შეასრულებს

თუ ევროკავშირი მიმდინარე წლის ოქტომბრამდე თურქეთის მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის რეჟიმს არ დააწესებს, ანკარა მიგრანტების საკითხზე მიღწეულ შეთანხმებას აღარ შეასრულებს.

ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ გერმანულ გამოცემა Frankfurter Allgemeine Zeitung-ს განუცხადა.

მისი თქმით, თურქეთის მთავრობამ ევროკავშირისგან უვიზო რეჟიმის დაწესების კონკრეტულ თარიღებს ელოდება.

მიმდინარე წლის მარტში ევროკავშირმა და თურქეთმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის თანახმად, საბერძნეთში ჩასულ ყველა არალეგალ მიგრანტს თურქეთი მიიღებს, ხოლო ევროკავშირი თურქეთიდან სირიელ მიგრანტებს შეიფარებს. გარდა ამისა, მიგრაციული კრიზისის დასაძლევად ბრიუსელი ანკარას 6 მილიარდ ევროს გამოუყოფს.