"ისლამური სახელმწიფო" პუტინის მოკვლით იმუქრება

ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო" მოკავშირეებს მოუწოდებს, რუსეთში ჯიჰადი განახორციელონ.

გავრცელებულ ვიდეორგოლში ტერორისტები რუსეთში ჯიჰადის დაწყებას და პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინის მოკვლის ინიციატივით გამოდიან. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს. ცნობისთვის, ტერორისტული დაჯგუფების წევრები რუს და ამერიკელ ჯვაროსნებს საღვთო ომით ადრეც ემუქრებოდნენ.