ჩეჩენი ემიგრანტი - პანკისში არიან ადამიანები, რომლებიც კადიროვის იდეებს იზიარებენ და ალბათ ისურვებდნენ კიდეც, რომ ხეობა ჩეჩნეთის ნაწილი გახდეს

ჩეჩენი ემიგრანტი - პანკისში არიან ადამიანები, რომლებიც კადიროვის იდეებს იზიარებენ და ალბათ ისურვებდნენ კიდეც, რომ ხეობა ჩეჩნეთის ნაწილი გახდეს

ჩეჩნეთის მთავრობის საქართველოსადმი დამოკიდებულება, კრემლის დამოკიდებულების იდენტურია, - ამის შესახებ ჩეჩენმა ტუმსო აბდურაჰმანოვმა, რომელსაც ემიგრაციამდე, გროზნოში, კომპანია Электросвязи Чеченской Республикис-ს გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტი ეკავა, გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. რაც შეეხება რიგით ჩეჩნებს, მისი თქმით, მათ საქართველო ძალიან უყვართ.

”საქართველოში ეთნიკური ჩეჩნები პანკისის ხეობაში ცხოვრობენ. ისინი ჩვენი ძმები არიან. შესაბამისად, გვაქვს ნათესაური კავშირები. ძალიან ბევრი ჩეჩენი აქ სტუმრად ჩამოდის, თავის მხრივ, ბევრი ქისტი ჩადის სამშობლოში”, -განაცხადა ტუმსო აბდურაჰმანოვმა.

კითხვაზე, როგორ ფიქრობს, აქვს თუ არა რამზან კადიროვს გავლენა პანკისის ხეობაზე, ტუმსო აბდურაჰმანოვი ამბობს, რომ აქვს, მაგრამ იმდენად დიდი არა, როგორსაც კადიროვი ისურვებდა.

”საბედნიეროდ, პანკისის ხეობის მცხოვრებთ სხვანაირი განწყობა, სხვა პოლიტიკური ორიენტაცია აქვთ, თუმცა პანკისში არიან ადამიანები, რომლებიც იზიარებენ კადიროვის იდეებს და ალბათ ისურვებდნენ კიდეც, რომ ხეობა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ნაწილი გახდეს. ჩეჩნეთის სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროში, პანკისელები მუშაობენ. შესაბამისად, როდესაც ეს ადამიანები ჩამოდიან პანკისში, ჩამოაქვთ გარკვეული განწყობაც, მაგრამ ეს გავლენა მცირეა. ნებისმიერ პანკისელს, რომელიც ჩეჩნეთში საცხოვრებლად ჩადის, დაუყოვნებლივ დაჰკითავენ ხოლმე, რადგან პანკისელი რისკ-ფაქტორად ითვლება”, - განაცხადა ტუმსო აბდურაჰმანოვმა. 

ტუმსო აბდურაჰმანოვი რამდენიმე თვის წინ ოჯახთან ერთად სამშობლოდან გამოიქცა და საქართველოს შეაფარა თავი. აბდურაჰმანოვს ემიგრაციამდე გროზნოში კომპანია Электросвязи Чеченской Республикис-ს გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტი ეკავა. კადიროვისგან გამოქცეული ჩეჩენი საქართველოში თავშესაფარს ითხოვს.