მენატრება ჩემი ბათუმი, ქობულეთი, ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო, მენატრება ყველა კუთხე კუნჭული ჩემი უსაყვარლესი მხარის, - ასე მიესალმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვით ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდენის ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას.
მიხეილ სააკაშვილმა აჭარაში 2004 წლის მაისში განვითარებული მოვლენები გაიხსენა და ხალხს მადლობა გადაუხადა აჭარის მთავრობის მაშინდელი თავმჯდომარის, ასლან აბაშიძის თანამდებობიდან გადაყენებაში დახმარებისთვის.
"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ბათუმში მისი პრეზიდენობის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებზეც ისაუბრა და ბათუმელებს სთხობა "კიდევ ერთხელ მიეცათ მისთვის მანდატი, რომ კუთხის განვითარებაზე ზრუნვა გააგრძელოს". როგორც მიხეილ სააკავშილმა აღნიშნა, ლევან ვარშალომიძე და ის ერთმანეთს "უსიტყვოდ უგებენ" და „ის არის მისი დასაყრდენი აჭარაში“.
მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც გააგრიტიკა.
"ეს ოთხი წელიწადი ივანიშვილს ჰქონდა განსაკუთრებულად ცუდი დამოკიდებულება აჭარის მიმართ მარტივი მიზეზის გამო, ყველაფერს ჩემს ჯიბრზე აკეთებდა იმიტომ, რომ მე მქონდა კარგი დამოკიდებულება, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
"ნაციონალურმა მოძრაობამ" გუშინ საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.