ხარაგაულში დღეს ”რესპუბლიკელი” ინგა მაღრაძის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადაყენების საკითხი განიხილება

ხარაგაულში დღეს ”რესპუბლიკელი” ინგა მაღრაძის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადაყენების საკითხი განიხილება

ხარაგაულის საკრებულოს სხდომაზე, დღეს საკრებულოს თავმჯდომარის, ”რესპუბლიკური პარტიის” წევრის ინგა მაღრაძის გადაყენების საკითხი განიხილება. სხდომა 10:00 საათზეა ჩანიშნული. 
როგორც ”ინტერპრესნიუსს” ”რესპუბლიკური პარტიიდან” აცნობეს, საკრებულოს სხდომას პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე, პარლამენტის ფრაქცია ”რესპუბლიკელების“ წევრი თამარ ხიდაშელი და პარტიის სხვა ლიდერები დაესწრებიან. 
პარტია თვლის, რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ინგა მაღრაძის გადაყენების საკითხი განიხილება, მისი ”რესპუბლიკელობაა“.
ინგა მაღრაძე, ხმათა უმრავლესობით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ 2014 წელს აირჩიეს.