"ნაციონალურმა მოძრაობამ" პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

"ნაციონალურმა მოძრაობამ" საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. ღონისძიებისთვის ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე, პარტიის ოფისის წინ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები შეიკრიბნენ, რომლებსაც პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ სიტყვით მიმართა. აჭარაში "ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველმა ნომერმა ლევან ვარშამონიძემ კი ბათუმელებს კანდიდატები წარუდგინა. 
ბათუმიდან საქართველოს პარლამენტში კენჭს იყრიან ქალაქის სამი ოლქიდან კანდიდატები მირდატ ქამადაძე, გიორგი კირთაძე და თემურ დუმბაძე. აჭარის უმაღლეს საბჭოში მოსახვედრად კი ელგუჯა ბაგრატიონი, ნინო ჯინჭარაძე, გია აბულაძე იბრძოლებენ. 
ლევან ვარშალომიძის განცხადებით, 8 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ "აამუშავებს, დაქოქავს გაჩერებულ ბათუმს". 
კანდიდატების წარდგენის ცერემონიამდე "ნაციონალური მოძრაობის" ჰიტებად ქცეული სიმღერები ჟღერდა, მათ შორის "მიშა მაგარია".
ღონისძიებას პარტიის ლიდერის მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია დაესწრო, ხოლო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ბათუმელებს უკრაინიდან ვიდეო მიმართვით მიესალმა.