საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრის, მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე ანანო ბუაძე დღეს, ქუთაისში საავადმყოფოში გარდაიცვალა.
"ინტერპრესნიუსს" ქუთისის "ევექსის" კლინიკაში გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დაუდასტურეს.
"მე-9 დღეს ფილტვების გართულება წავიდა, როგორც მსგავსი ტიპის ტრავმებს ახასიათებს ხოლმე. ფილტვების ორმხრივი დისტრესი წავიდა და სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" სამედიცინო კორპორაცია "ევექსის" საზოგადოებასთნ ურთიერთობის სამსახურის უფროსმა გიორგი ნიორაძემ.
21 ივლისს ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო ოთხი დაშავდა.