საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მოადგილის, გია ვოლსკის განცხადებით, თავდაცვის მინისტრის კანდიდატურას პრემიერ-მინისტრი თავად დაასახელებს.
"იყო ამ თემაზე საუბარი და პრემიერ-მინისტრმა გვთხოვა, რომ დავუტოვოთ უფლება, ყოველგვარი პოლიტიკური წიაღსვლების გარეშე, რამდენიმე დღეში ეს გადაწყვეტილება თვითონ გამოაცხადოს.
არც ერთი ე.წ. სანდო წყარო არ არსებობს, ვიდრე არის თავად პრემიერ-მინისტრი. ასე რომ, დაველოდოთ პრემიერის განცხადებას",- აღნიშნა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, თავდაცვის მინიტრმა, თინა ხიდაშელმა პოსტის დატოვების თაობაზე განცხადებით პრემიერ-მინისტრს მიმართა, რაც გიორგი კვირიკაშვილმა დააკმაყოფილა. თინა ხიდაშელი პირველი აგვისტოს ჩათვლით თავდაცვის უწყების ხელმძღვანელად რჩება.