გორში შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართა ვიცე პრემიერმა კახი კალაძემ და იმედი გამოთქვა მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მათი მხარდაჭერის.
"მე მჯერა 8 ოქტომბერს გავიმარჯვებთ, ეს არ იქნება მხოლოდ "ქართული ოცნების" გამარჯვება ეს იქნება მთელი საქართველოს გამარჯვება. კახი კალაძემ სიტყით გამოსვლისას 8 აგვისტოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენა და პატივი მიაგო მათ ხსოვნას. "რამდენიმე დღეში ისევ გავიხსენებთ 8 აგვისტოს. გორმა ბევრი სისხლი და ტკივილი ნახა და ამიერიდან ჩვენი მთავარი საზრუნავია მშვიდობაა" - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.