საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს გლეხები და თავისუფალი ბაზრის პრინციპი დაიცვას.
"თხილის კარტელები არა ახალი, ძველია. სიორაძეები, ჩხარტიშვილები იყვნენ და ალბათ, არიან. ბენდუქიძის მიერ გაუქმებული ანტიმონოპოლისტური სამსახური და იმპორტირებულ და ექსპორტირებულ პროდუქტებზე დაწესებული მონოპოლიები (ინდოეთის და ბრაზილიის გაყინული ხორცი თუ ქათამი) კარგად გვახსოვს. ამ საკითხით სასწრფოდ უნდა დაინტერესდეს ხელისუფლება და მოპოვებული ინფორმაცია საჯაროდ გამოიტანოს.
მეტსაც ვიტყვი, კანონი იმისთვისაა, რომ გლეხები დაცულნი იყვნენ ასეთი "ღორობისგან". თხილმა ცოტათი გამოიყვანა მდგომარეობიდან გურია და სამეგრელო და ეს მცირე პროგრესი რომ არ დაიკარგოს, თავისუფალი ბაზარი ყველა საშუალებით დასაცავია!"- წერს სალომე ზურაბიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.