ბელგიაში ტერაქტის მზადებაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავეს

ბელგიაში ტერაქტის მზადებაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავეს

ბელგიაში, ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში, ტერაქტის მზადებაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავეს. როგორც „ბიბისი“ იტყობინება, შესაბამის ინფორმაციას ბელგიის პროკურატურა ავრცელებს. დაკავებულია ორი ძმა- 33 წლის ნურედინი და ჰამზა. მათი სახლის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა იარაღი ან ასაფეთქებელი მოწყობილობები ვერ აღმოაჩინეს.

„ბიბისის“ცნობით, დღეს სასამართლო დაკავებულთა წინასწარი პატიმრობის საკითხზე მიიღებს გადაწყვეტილებას.