მოსამართლეებზე ე.წ. ზეწოლის ფაქტების შესახებ პრემიერს კონკრეტული ინფორმაცია არ მიუღია

მოსამართლეებზე ე.წ. ზეწოლის ფაქტების შესახებ პრემიერს კონკრეტული ინფორმაცია არ მიუღია

იუსტიციის მინისტრი პრემიერისა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის შეხვედრას ეხმაურება და აცხადებს, რომ კვირიკაშვილს მოსამართლეებზე ე.წ. ზეწოლის ფაქტების შესახებ კონკრეტული ინფორმაცია არ მიუღია.

იუსტიციის მინისტრის თქმით, საქართველოს პრემიერმა გიორგი პაპუაშვილისგან ზოგადი ტიპის ინფორმაცია მიიღო.

"ჩემთვის ერთადერთი რამ არის ცნობილი, რომ საქართველოს პრემიერს არ მიუღია კონკრეტული ინფორმაცია. მან მიიღო ზოგადი ტიპის ინფორმაცია.

პრემიერმა კიდევ ერთხელ სთხოვა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმდჯომარეს, რომ ნებისმიერი კონკრეტული ინფორმაცია, რაც მას გააჩნია, აუცილებლად მიაწოდოს საქართველოს პროკურატურას, რაც იმედია, მოხდება კიდეც", - განაცხადა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერისა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის შეხვედრა 27 ივლისს გაიმართა.