საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის და პრეზიდენტის განცხადებებთან დაკავშირებით გამოძიება აუცილებლად უნდა ჩატარდეს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის და პრეზიდენტის განცხადებებთან დაკავშირებით გამოძიება აუცილებლად უნდა ჩატარდეს

გიორგი პაპუაშვილი მივა პროკურატურაში თუ პროკურატურა მივა პაპუაშვილთან, ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს - მთავარია ჩატარდეს სრულფასოვანი გამოძიება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს “რესპუბლიკელმა“ დეპუტატმა ვახტანგ ხმალაძემ განუცხადა.

ხმალაძის თქმით, განცხადებები, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა და პრეზიდენტის მხრიდან გაკეთდა, აუცილებლად უნდა გახდეს გამოძიების საგანი.

“როგორი იქნება გამოძიების შედეგი, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად საკმარისი ინფორმაცია იქნება წარდგენილი შედეგის მისაღწევად, რამდენად პროფესიონალურად იმოქმედებს საგამოძიებო ორგანო, რამდენად იქნება გამოძიების პროცესი დაცული და დაზღვეული პოლიტიკური ზემოქმედებისგან ან პოლიტიკური სიმპატიებისგან. გამოძიება აბსოლუტურად ობიექტური უნდა იყოს - თუ ამ ელემენტიდან რომელიმე სათანადოდ არ იქნება შესრულებული, შედეგი ვერ იქნება ისეთი, რასაც საზოგადოება ელოდება“, - განუცხადა ჟურნალისტებს ვახტანგ ხმალაძემ.

გიორგი პაპუაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა მიმართ ზეწოლაზე, ხოლო გიორგი მარგველაშვილმა სამართალდამცავთა მხრიდან ოჯახის წევრზე განხორცილებულ ზეწოლაზე გააკეთეს განცხადებები.