ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრა ოქტომბერში გაიმართება

ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრა ოქტომბერში გაიმართება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა სავარაუდოდ, ოქტომბრის შუა რიცხვებში გაიმართება, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ზურაბ აბაშიძემ განუცხადა.

აბაშიძის თქმით, შეხვედრის თარიღთან დაკავშირებით გუშინ გრიგორი კარასინს ესაუბრა.

მისივე ინფორმაციით, საუბარი ასევე შეეხო გარკვეულ ჰუმანიტარულ საკითხებს, რომლებიც დასარულებელია.

”საქართველო-რუსეთის ურთიერთობებთან დაკავშირებით ვსაუბრობთ ყოველთვის, იმ თემატიკასთან დაკავშირებით, რაც ჩვენი დღის წესრიგით არის გათვალისწინებული. ეს არის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, სატრანსპორტო კავშირები, ტურიზმის ხელშეწყობა, ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარება”, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.