მეტროს ლიანდაგებში ქალი ჩავარდა

მეტროს ლიანდაგებში ქალი ჩავარდა

მეტროსადგურ „მარჯანიშვილში“, მატარებლის ლიანდაგებში 36 წლის ქალი ჩავარდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის პრესსამსახურში განუცხადეს, შემთხვევა 10.18 საათზე მოხდა.

მათივე განმარტებით, ბაქანზე შესვლამდე მემანქანემ მატარებლის დროული დამუხრუჭება შეძლო, რის შესაბამისადაც ქალს სერიოზული დაზიანებები არ მიუღია.

„ქალი მატარებლის ლიანდაგებიდან უსაფრთხოდ ამოიყვანეს. ამ მიზნით მეტროპოლიტენის სადგურზე 10 წუთით დენის ძაბვა გამორთეს“, - განაცხადეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

ლიანდაგებში ქალის ჩავარდნის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.