ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC – საქართველო 29 ივლისს მედიას ივნისის საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს წარუდგენს.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” კვლევის ორგანიზატორებმა აცნობეს, კვლევის პრეზენტაცია 10:30 საათზე, სასტუმრო „რუმს ჰოტელში“ გაიმართება.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 8 ივნისიდან 6 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 4,113 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და ატარებს CRRC–საქართველო.