პაატა ზაქარეიშვილი:  მთავრობის სხდომაზე ჩემი მოადგილეა, ეს ჩვეულებრივი ამბავია

პაატა ზაქარეიშვილი: მთავრობის სხდომაზე ჩემი მოადგილეა, ეს ჩვეულებრივი ამბავია

თანამდებობა ჯერ არ დამიტოვებია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა განუცხადა.

ზაქარეიშვილმა „რუტინული ამბავი“ უწოდა იმას, რომ მთავრობის დღევანდელ სხდომას არ ესწრება.

„მთავრობის სხდომაზე ჩემი მოადგილეა. ეს ჩვეულებრივი ამბავია. ჯერ თანამდებობა არ დამიტოვებია. მოადგილე იმისთვის არსებობს, რომ საჭიროების შემთხვევაში შემენაცვლოს. ეს რუტინული ამბავია,” - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

მთავრობის სხდომა „რესპუბლიკელი“ მინისტრების - თინა ხიდაშელისა და პაატა ზაქარეიშვილის გარეშე მიმდინარეობს.