მინისტრთა კაბინეტის სხდომა „რესპუბლიკელი“ მინისტრების გარეშე მიმდინარეობს

მინისტრთა კაბინეტის სხდომა „რესპუბლიკელი“ მინისტრების გარეშე მიმდინარეობს

მთავრობის ადმინისტრაციაში მინისტრთა კაბინეტის სხდომა „რესპუბლიკელი“ მინისტრების გარეშე მიმდინარეობს. მთავრობის სხდომას არც თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და არც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი არ ესწრება.

თავდაცვის სამინისტროში ხიდაშელის სხდომაზე გამოუცხადებლობას ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ მიმდინარე სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორ 2016“-ს უკავშირებენ. უწყების განმარტებით, მინისტრს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თანამდებობა ჯერ არ დაუტოვებია.