საქართველოს პრემიერ-მინისტრ, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, NDI-ის კვლევებს არ გაცნობია, თუმცა ამ კვლევებთან დაკავშირებით საკუთარი დამოკიდებულება აქვს.
მისი თქმით, წარსულში ხშირად ყოფილა, რომ ეს კვლევები არ ასახავს შემდგომში მიღებულ რეალობას.
"არ გავცნობივარ კვლევებს, მაგრამ ამ კვლევებთან დაკავშირებით მაქვს ჩემი, საკმაოდ საფუძვლიანი სკეპტიკური დამოკიდებულება, ვინაიდან წარსულში ხშირად ყოფილა, რომ ეს კვლევები არ ასახავს შემდგომში მიღებულ რეალობას. ჩვენთვის მთავარია, რომ მოთმინებით დაველოდოთ არჩევნებს, მშვიდობიანად ჩავატაროთ წინასაარჩევნო პერიოდი და შემდგომში საქართველოს მოსახლეობა გადაწყვეტს, რა არის მათთვის პრიორიტეტი, რომელი ჯგუფია უფრო მისაღები, რომელი გუნდია უფრო მისაღები და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გუნდი უალტერნატივოდ გაიმარჯვებს დიდი უპირატესობით", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.