მთავრობის ადმინისტრაციაში რამდენიმე მინისტრი მივიდა. ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციაში შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა იმყოფებიან. ასევე მთავრობის ადმინისტრაციაშია კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა საკითხთან დაკავშირებით იმყოფებიან მინისტრთა კაბინეტის წევრები მთავრობის ადმინისტრაციაში და გაკეთდება თუ არა კომენტარები მედიასთან.