აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა ე.წ. გენერალური პროკურორი გადააყენა

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა ე.წ. გენერალური პროკურორი გადააყენა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა ე.წ. გენერალური პროკურორი ალექსი ლომია თანამდებობიდან გადააყენა. ამის შესახებ „აბხაზიაინფორმი“ იუწყება.

მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა დე ფაქტო პარლამენტს ლომიას გათავისუფლების ინიციატივა განსახილველად 26 ივლისს წარუდგინა.

დე ფაქტო პარლამენტის ე.წ. სპიკერის ვალერი ბგანბას განცხადებით, ალექსი ლომიამ გადადგომის შესახებ განცხადება თავად დაწერა და „პრეზიდენტის“ წარდგინება ამ განცხადების საფუძველზე განხორციელდა.

დეპუტატების კითხვაზე, თუ რა იყო ლომიას თანამდებობის დატოვების მიზეზი, ბგანბამ უპასუხა, რომ ამის სხვადასხვა მიზეზი არსებობს. მისი თქმით, თავად ყოფილი ე.წ. გენპროკურორი მიზეზად იმას ასახელებს, რომ ვერ უმკლავდება სამუშაოს.