ქვეყანაში არსებული პრობლემები ჩვენ გაცილებით უკეთ და უფრო ღრმად ვიცით, ვიდრე კვლევებშია ასახული

ქვეყანაში არსებული პრობლემები ჩვენ გაცილებით უკეთ და უფრო ღრმად ვიცით, ვიდრე კვლევებშია ასახული

საქართველოს მთავრობამ ზუსტად იცის, რა პრობლემები არსებობს ქვეყანაში და სად არის გაუარესება, - ასე ეხმაურება ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი NDI-ის კვლევის შედეგებს.

როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებს განუცხადა, კვლევები ხშირ შემთხვევაში პოლიტიკური სპეკულაციისა და პოლიტიკური სკანდალის არეალშია გახვეული.

“თქვენ იცით ჩვენი დამოკიდებულება NDI-ის მიმართ. ამ უნდობლობის საფუძველზე არაერთხელ ითქვა - დამფინანსებელთან დაკავშირებით, თუ იმ ორგანიზაციასთან დაკავშირებით, ვინც კვლევებს უშუალად ატარებს, მაგრამ ახლა ეს არის არის მთავარი. ნებისმიერი საკითხი, რომელიც სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ პრობლემას უკავშირდება, რაც საქართველოში არსებობს, განსაკუთრებით მას მერე, რაც მსოფლიო მასშტაბის საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, გავლენას ახდენს ყველა ქვეყანაზე, ჩვენს რეგიონზე, სავაჭრო პარტნიორებზე. ამასთან დაკავშირებით რომ მდგომარეობა შეიცვალა, სოციალური პრობლემები რომ წარმოიშვა და უმუშევრობის თემა რომ არსებობს, უმძიმესი მემკვიდრეობა რომ მივიღეთ, ეს მთავრობისთვის უცნობი თემა არ არის. მთავრობას ძალიან კარგად აქვს გათვითცნობიერებული, თუ რა პრობლემები არსებობს ქვეყანაში. ნებისმიერი პროექტი, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება, მიმართულია იმ პრობლემათა აღმოსაფხვრელად, რომელიც გაცილებით უკეთ და გაცილებით უფრო ღრმად ვიცით, ვიდრე კვლევებშია ასახული“, - განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.