მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ვარაუდით, აშშ-ში ზიკას ვირუსით მომავალ წელს შესაძლოა 3-დან 4 მილიონამდე ადამიანი დაინფიცირდეს

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ვარაუდით, აშშ-ში ზიკას ვირუსით მომავალ წელს შესაძლოა 3-დან 4 მილიონამდე ადამიანი დაინფიცირდეს

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ვარაუდით, ამერიკის მასშტაბით, ზიკას ვირუსით მომავალ წელს 3-დან 4 მილიონამდე ადამიანი დაინფიცირდება. ამის შესახებ უცხოურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით euroline.ge წერს.

მათივე ცნობით, ესპანეთის ერთ-ერთმა ჰოსპიტალმა ზიკას ვირუსით, კერძოდ თანდაყოლილი ტვინის განუვითარებლობით დაბადებული ახალშობილი დაარეგისტრირა.

„ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აღნიშნული ვირუსით დაინფიცირებული ახალშობილი გაჩნდა“, - წერს euroline.ge

როგორც ცნობილია, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ვირუსი მსოფლიო საფრთხედ აღიარა და მისი გავრცელების არეალის ზრდის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამ დროისთვის ზიკა მსოფლიოს 65 ქვეყანაშია გავრცელებული და ის განსაკუთრებით საფრთხის მატარებელია ორსულებისთვის.

აღნიშნულთან დაკავშირებით euroline.ge-ს მიერ მომზადებული მასალის ვრცელი