პრეზიდენტის აზრით, პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, რა კავშირი აქვს კორცხელის ინციდენტთან კახა კალაძეს

პრეზიდენტის აზრით, პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, რა კავშირი აქვს კორცხელის ინციდენტთან კახა კალაძეს

პრეზიდენტის აზრით, უნდა გაეცეს პასუხი კითხვას, რა კავშირი აქვს კორცხელის ინციდენტთან „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროს კახა კალაძეს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ეკა მიშველაძემ განმარტა, საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ხდება ინსტიტუციების დისკრედიტაცია უმოქმედობით.

”პრეზიდენტის აზრით, უმაღლესი ხელისუფალის მითითება არ უნდა იყოს საჭირო პროკურატურისთვის, რომ მსგავს ფაქტებზე საჭიროა გამოძიების დაწყება.

ხდება ინსტიტუციების დისკრედიტაცია და უმოქმედობაა ინსტიტუციების დისკრედიტაცია. ამის ნათელი მაგალითია თუნდაც კორცხელის ინციდენტის ამ დრომდე გამოუძიებლობა. ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვნახეთ ამ ინციდენტში მონაწილეებისადმი სათანადო სამართლებრივი რეაგირება. მეტიც, ეს ადამიანები პარტიულ თავყრილობაზე ვიცე-პრემიერ კახა კალაძის გვერდით ისევ გამოჩნდნენ, რაზეც „ქართული ოცნების“ შტაბის უფროსი აცხადებს, რომ ისინი არიან და იქნებიან მის გვერდით. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ჯანსაღი წინასაარჩევნო პროცესისთვის აუცილებელია კორცხელის ინციდენტზე სწორი სამართლებრივი რეაგირება.

პრეზიდენტის აზრით, უნდა გაეცეს პასუხი კითხვას, რა კავშირი აქვს კორცხელის ინციდენტთან „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსს სწორედ იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რომელსაც ვიცე-პრემიერი ღია ეთერებში აკეთებს,” - განაცხადა ეკა მიშველაძემ.