ნატალია საბანაძე - ვიზალიბერალიზაციის მხრივ არანაირი დაბრკოლება არ არის და დადებით გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში ველოდებით

ნატალია საბანაძე - ვიზალიბერალიზაციის მხრივ არანაირი დაბრკოლება არ არის და დადებით გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში ველოდებით

ვიზალიბერალიზაციის მხრივ არანაირი დაბრკოლება არ არის და დადებით გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში ველოდებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ელჩმა ევროკავშირში ნატალია საბანაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ვიზალიბერალიზაციის თემა პრინციპულად გადაწყვეტილია და ახლა საქმე მხოლოდ დროს ეხება. 
"პროცედურებს უნდა დავუბრუნდეთ სექტემბერში. ჯერჯერობით არანაირი დაბრკოლება არ არის და ველოდებით, რომ უახლოეს მომავალში ყველაფერი დადებითად გადაწყდება. მე ყოველთვის ვერიდები თარიღების დასახელებას, იმიტომ რომ თარიღები იცვლება. ეს არის ინსტიტუციონალურად ძალიან რთული პროცესი - ჩართულია პარლამენტი, საბჭო, კომისია, ამიტომ თარიღები იცვლება. თარიღებს არ დავასახელებ, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ შესული ვართ ბოლო ეტაპზე და გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში უნდა მივიღოთ",- განაცხადა საბანაძემ.