აშშ-ის პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე კანდიდატი დაასახელა. როგორც პოლიტიკოსი „ტვიტერის“ საკუთარ მიკრობლოგში წერს, ის ვირჯინიის შტატის სენატორ ტიმოტი კეინი გახდება.
ორშაბათს ფილადელფიაში დემოკრატიული პარტიის ყრილობა იწყება, სადაც ოფიციალურად წარადგენენ პრეზიდენტობისა და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატებს.
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გაიმართება.