საქართველოს პრემიერ-მინისტრი, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი დღეს სამეგრელოს რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” პარტიიდან აცნობეს, კანდიდატების წარდგენის ღონისძიება ზუგდიდში, თავისუფლების მოედანზე, 20:00 საათზე გაიმართება.
გიორგი კვირიკაშვილმა 18 ივლისს იმერეთის რეგიონში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები უკვე წარადგინა.