დავით უსუფაშვილი - ჩვენ არ ვართ პარტია, რომელიც მზეჭაბუკს გაჰყვება ხოლმე

დავით უსუფაშვილი - ჩვენ არ ვართ პარტია, რომელიც მზეჭაბუკს გაჰყვება ხოლმე

ჩვენ არ ვართ პარტია, რომელიც მზეჭაბუკს გაჰყვება ხოლმე, შეიქმნება და წაიღებს ხმების 77 %-ს იმისთვის, რომ შემდეგ 4 წელიწადში ნულამდე ჩამოვიდეს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ”პალიტრანიუსის” ეთერში, გადაცემა ”ჩემი კითხვის” მაყურებლის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

უსუფაშვილმა გაიხსენა ყველა კოალიცია და ბლოკი, რომელშიც ”რესპუბლიკური პარტია” იყო გაწევრიანებული და განაცხადა, რომ ”რესპუბლიკური პარტიები” თავად მიდიოდნენ ყოველთვის მათთან და არა პირიქით.

”რესპუბლიკური პარტია” არის ზომით, გავლენით და რეიტინგით მცირე პარტიებს შორის, ჩვენ არ ვართ პარტია, რომელიც მზეჭაბუკს გაყვებახოლმე და შეიქმნება და წაიღებს ხმების 77 %-ს იმისთვის, რომ შემდეგ 4 წელიწადში ნულამდე ჩამოვიდეს. არ ვართ ეს პარტია. ჩვენ ვართ საჭირო მოთამაშე, ვიცით ჩვენი ფასი, ფუნქცია და ჩვენი ნიშა გვაქვს, ჩვენი საქმე ვიცით და თუკი კომუნისტური ნოსტალგია არ გვაქვს და მრავალპარტიულობა გვინდა, ”რესპუბლიკური პარტიისთვისაც” იქნება ადგილი. ჩვენ ვცდილობთ დავამკვიდროთ პოლიტიკური სისტემა, რომელიც პარტიებს აქვთ, თავიანთი ფუნქცია და დანიშნულება. რაც შეეხება სტერეოტიპებს, მე ბევრს ვისაუბრებ თუკი იტყვიან, რომ ჩვენ მოვდივართ ხელისუფლებაში, მერე ვემიჯნებით და მივდივართ ხელისუფლებიდან”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.