რეჯეფ თაიფ ერდოღანი კატეგორიულად უარყოფს, რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა დადგმული იყო

რეჯეფ თაიფ ერდოღანი კატეგორიულად უარყოფს, რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა დადგმული იყო

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი კატეგორიულად უარყოფს, რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა დადგმული იყო.

„სამწუხაროდ, ეს მხოლოდ დეზინფორმაციაა. როგორ შეიძლება დაგეგმო მსგავსი რამ? როგორ შეიძლება დაუშვა ამდენი სამოქალაქო პირის დაღუპვა? ადამიანური სინდისი ამის საშუალებას მოგცემს? ეს შეუძლებელია. რეჯეფ თაიფ ერდოღანი და მისი მეგობრები, კოლეგები იქნებოდნენ პირველი, ვინც ასეთ იდეაზე უარს იტყოდნენ“, - განაცხადა ერდოღანმა CNN-თან ინტერვიუში

ერდოღანი გადატრიალების მცდელობაში აშშ-ში მცხოვრებ მუსლიმ სწავლულს ფეთჰულა გიულენს ადანაშაულებს და მის ექსტრადიციას ითხოვს. ერდოღანის თქმით, მან ადრე სიტყვიერად მიმართა აშშ-ს პრეზიდენტ ბარაქ ობამას გიულენის ექსტრადიციის თხოვნით, მიმდინარე კვირას კი ვაშინგტონი წერილობით შეტყობინებასაც მიიღებს.