18 ივლისს 20:00 საათზე პოლიტიკური გაერთიანება ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ იმერეთის რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს. დეპუტატობის კანდიდატებს პარტიის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაასახელებს. კანდიდატების წარდგენა ხვალ ქუთაისში, აღმაშენებლის ქუჩაზე გაიმართება.