სომხეთის პოლიციის უფროსის მოადგილის უნან პოღოსიანის განცხადებით, პოლიციის შენობაში შეჭრილი შეიარაღებული დაჯგუფების წევრებთან, რომლებსაც მძევლები ჰყავთ აყვანილი, მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება. ამის შესახებ სომხური სააგენტო „არკა“ იუწყება. სამართალდამცველები დამნაშავეებს მოუწოდებენ, უარი თქვან დანაშაულებრივ ქმედებებზე და ჩაბარდნენ პოლიციას.
„წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიციას გააჩნია ძალები იმისთვის, რომ მათი განეიტრალება მოხდეს. პოლიცია იღებს ყველა პრევენციულ და ოპერატიულ ზომას და თუკი ჩვენს მოწოდებებს არ მოისმენენ, შეგვიძლია მათი განეტრალება, რადგან მკვლელებს სხვაგვარად არ ექცევიან“, - განაცხადა პოღოსიანმა. მან დააკონკრეტა, რომ დამნაშავეებს, ჟირაირ სეფილიანის გათავისუფლების მოთხოვნის გარდა, სხვა მოთხოვნები არ აქვთ.