საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ბერნარ კაზნევმა ფრანგ პატრიოტებს უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით სარეზერვი ჯარის შემადგენლობაში შესვლა სთხოვა. „ბი-ბი-სი“-ს ინფორმაციით, აღნიშნული ინიციატივით საფრანგეთის შს მინისტრი ნიცაში მომხდარი ტერაქტის შემდეგ გამოვიდა, რომელსაც 84 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ბერნარ კაზნევმა დაადასტურა, რომ საფრანგეთი უკვე არსებულ ოპერატიულ რეზერვს სამსახურისკენ მოუწოდებს, რომლის შემადგენლობაშიც 12 ათასი რეზერვისტი იყო, თუმცა ამასთანავე განმარტა, რომ მათ რიგებს შევსება სჭირდებათ.
მინისტრის თქმით, აღნიშნული კამპანიის შედეგად რეზერვის ჯარის შემადგენლობაში შესული ადამიანები ზაფხულის პერიოდში იმსახურებენ. საფრანგეთში სარეზერვო ჯარის შემადგენლობაში შეუძლიათ შესვლა მათ, ვისაც ომში უმსახურია და მათაც, ვისაც ძალოვან უწყებებთან შეხება არ ჰქონიათ. მოხალისეები უნდა იყვნენ 17-დან 30 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში, შესაბამისი ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადებით.
ნიცაში მომხადრი ტერაქტის შემდეგ ხელისუფლების გადაწყვეტილებით უსაფრთხოების გამკაცრებული ზომები ქვეყანაში კიიდევ სამ თვეს შენარჩუნდება.