საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე თურქეთში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. დეპუტატი გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს.
თედო ჯაფარიძის განცხადებით, მიუღებელია ნებისმიერი მცდელობა, რომელიც სახელმწიფოს დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ არის მიმართული.
”თურქეთში განვითარებულ მოვლენებს, რომელიც თურქეთის დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ იყო მიმართული, სამასამდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახებს და მათ ახლობლებს.
ჩვენ პატივს ვცემთ დემოკრატიულ პრინციპებს და სახელმწიფო ინსტიტუტებს. მიუღებელია ნებისმიერი მცდელობა, რომელიც ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლებისა და სახელმწიფოს დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ არის მიმართული. ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობას და დემოკრატიას, მხარს ვუჭერთ თურქეთს, ჩვენს მეზობელ ქვეყანას, სტრატეგიულ პარტნიორს და მოკავშირეს”, - განაცხადა თედო ჯაფარიძემ.