თურქეთის უზენაესი სასამართლოს 140 მოსამართლეზე დაკავების ორდერი გაიცა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული საინფორმაციო საშუალებები - სააგენტო „ანადოლუ“ და გაზეთი Hurriyet - ავრცელებენ.
შეგახსენებთ ასევე, რომ 2 745 მოსამართლე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა. მათ ფატიულაჰ გიულენთან კავშირში ედება ბრალი, რომელსაც თურქეთის ხელისუფლება სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს.