თბილისის სპორტის სასახლეში, დღეს 15:00 საათზე, “ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების” რიგით მეოთხე ყრილობა გაიმართება.
როგორც “ინტერპრესნიუსს” პარტია “ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატებიდან” აცნობეს, ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ალასანია დაასახელებს პარტიის ძირითად 20 მოთამაშეს, რომელებიც იქნებიან ”თავისუფალი დემოკრატების” პარტიის ლოკომოტივი 2016 წლის არჩევნებისთვის.
მათივე ინფორმაციით, ოცეულის წარდგენასთან ერთად ”ირაკლი ალასანია - თავისუფალი დამოკრატების“ რიგით მეოთხე ყრილობაზე წარდგენილი იქნება მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები როგორც რეგიონების, ასევე თბილისის მასშტაბით თითქმის ყველა საარჩევნო ოლქში. ყრილობის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმობა პარტიის ახალი ლოგოს წარდგენას, აირჩევა ახალი გამგეობა და გატარდება ყველა ის პროცედურული ღონისძიება, რომელიც თან ახლავს ყრილობას.