ჩვენ გვჯერა ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის - ნატო უკრაინას და საქართველოს მეტ დახმარებას გაუწევს - შესაბამისი პუნქტი შეტანილია ვარშავის სამიტზე მიღებულ კომუნიკეში, რომელიც ნატო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
დოკუმენტი სახელწოდებით „ვარშავის დეკლარაცია ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებაზე“ 13 პუნქტს მოიცავს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ორდღიანი მუშაობის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებებზე.
„ნატო მეტ დახმარებას გაუწევს უკრაინასა და საქართველოს და გააგრძელებს რესპუბლიკა მოლდოვას დახმარებას. ჩვენ გავაღრმავებთ ჩვენს ჩართულობას პარტნიორებთან ერთად შავი და ბალტიისპირეთის ზღვის რეგიონებში, ასევე დასავლეთ ბალკანეთში“, - ნათქვამია კომუნიკეში.
ნატო-ს ლიდერები აღნიშნავენ, რომ არასტაბილურობა ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში, ტერორიზმი, რუსეთის ქმედებები, მათ შორის უკრაინაშიც, არის უპრეცედენტო პრობლემები, რომელსაც დღეს დასავლეთს აქვს საქმე.
კომუნიკეში აღნიშნულია, რომ ნატო შეკვებისა და თავდაცვის სტრატეგიას გააძლიერებს და მეტს გააკეთებს ალიანსის საზღვრებს გარეთ სტბილურობის უზრუნველყოფისთვის.
„ჩვენ ახლა ვდგამთ შემდგომ ნაბიჯებს თავდაცვისა და შეკავების გასაძლიერებლად ყველა მიმართულებიდან მომავალი საფრთხისგან. ჩვენ გავზრდით სამხედრო ყოფნას ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში, ვაძლიერებთ ჩვენს თავდაცვასა და მდგრადობას კიბერთავდასხმებისა და ჰიბრიდული საფრთხეების წინაშე, ვზრდით ჩვენს დაცვას ბალიტისტიკური სარაკეტო დარტყმებისგან ევროატლანტიკური რეგიონის გარედან. ყველა ეს ზომა არის თავდაცვითი, პროპორციული, გამჭვირვალე და სრულად შეესაბამება ალაიანსის სამართლებრივ და პოლიტიკურ ვალდებულებებს. ნატო არ წარმოადგენს საფრთხეს არც ერთი ქვეყნისთვის. ამ თვალსაზრისით, ჩვენ კვლავ მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგისთვის რუსეთთან, ჩვენი პოზიციების მკაფიო განმარტებისთვის, და, პირველ რიგში, სამხედრო ინციდენტების რისკების მინიმუმამდე დაყვანისთვის. ჩვენ კვლავ მივისწრაფვით კონსტრუქციული ურთიერთობისკენ რუსეთთან, როცა რუსეთის ქმედებები ამის საშუალებას იძლევა. რაც უფრო სტაბილურად იქნებიან ჩვენი მეზობლები, მით უფრო უსაფრთხოდ ვიქნებით ჩვენ“, - ნათქვამია კომუნიკეში.