ნატო-ს შემდეგი სამიტი ბრიუსელში გაიმართება

ნატო-ს შემდეგი სამიტი ბრიუსელში გაიმართება

ნატო-ს შემდეგი სამიტი 2017 წელს ბრიუსელში გაიმართება. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ვარშავის სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„2017 წელს ჩვენ შევხვდებით ახალ შტაბბინაში ბრიუსელში“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

პოლონეთის დედაქალაქში მიმდინარე ორდღიანი სამიტი დღეს დასრულდება.