კახა კალაძე - ვეცდებით, უმოკლეს დროში მოვაგვაროთ ყველა ის პრობლემა, რომელიც დასავლეთ საქართველოშია

კახა კალაძე - ვეცდებით, უმოკლეს დროში მოვაგვაროთ ყველა ის პრობლემა, რომელიც დასავლეთ საქართველოშია

ვიცე-პრემიერის კახი კალაძის განცხადებით, სტიქიამ მოსახლეობას საკმაოდ დიდი ზარალი მიაყენა. როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ზარალი დათვლილი იქნება და მაქსიმალურად ანაზღაურებული.
„ზარალი საკმაოდ დიდია და ის დათვლილი იქნება. მაქსიმალურად ვეცდებით ავანაზღაუროთ. გარდა ინფრასტრუქტურული პრობლემებისა, მთლიანად დატბორილია სავარგულები, რაც ძალიან დიდი ზიანია მოსახლეობისთვის. ვეცდებით, რომ უმოკლეს დროში მოვაგვაროთ ყველა ის პრობლემა, რომელიც დასავლეთ საქართველოში არის“, - განაცხადა კალაძემ.
ვანის მუნიციპალიტეტში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ვიცე-პრემიერი კახა კალაძე ჩავიდნენ. მთავრობის ხელმძღვანელები მუნიციპალიტეტში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ადგილზე გაეცნენ და მოსახლეობას შეხვდნენ.