ზაქარია ქუცნაშვილი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს წევრად აირჩიეს

ზაქარია ქუცნაშვილი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს წევრად აირჩიეს

დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე, მისი უმაღლესი ორგანოს – საერთაშორისო სამდივნოს წევრად აირჩიეს. 
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა საპარლამენტთაშორისო ორგანოს წარმოადგენს, რომელიც 23 წლის წინ, საბერძნეთის ინიციატივით შეიქმნა. 

ორგანიზაციის წევრები არიან მართლმადიდებელი დეპუტატები 22 ქვეყნიდან. ეს ქვეყნებია: საბერძნეთი, რუსეთის ფედერაცია, კვიპროსი, ალბანეთი, სომხეთი, ბელორუსია, ბულგარეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, ესტონეთი, ფინეთი, საქართველო, ყაზახეთი, ლატვია, ლიტვა, მოლდოვა, პოლონეთი, რუმინეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, უკრაინა, პალესტინა, სუდანი, ასევე ცალკეულ დეპუტატთა ჯგუფები: ავსტრალიიდან, ამერიკის შეერთებულ შტატებიდან, აზიისა და აფრიკის სხვა სახელმწიფოებიდან.

არც ერთი წინა მოწვევის პარლამენტის დროს, საქართველოს პარლამენტს მუდმივმოქმედი დელეგაცია არ ჰყოლია. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია მე-8 მოწვევის პარლამენტში შეიქმნა. დელეგაციას ზაქარია ქუცნაშვილი ხელმძღვანელობს. 

2014 წლის 26-30 ივნისს, მოსკოვში გამართულ მართლმადიდებლობის 21–ე საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომაზე, ქუცნაშვილი დაუსწრებლად განათლების კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს.