არჩილ თალაკვაძე - თუ რაიმე ტიპის განხილვა იქნება არჩევნებში ჩემს მონაწილეობაზე, გადაწყვეტილებას მივიღებ მინისტრთან და თანაგუნდელებთან კონსულტაციის შემდეგ

არჩილ თალაკვაძე - თუ რაიმე ტიპის განხილვა იქნება არჩევნებში ჩემს მონაწილეობაზე, გადაწყვეტილებას მივიღებ მინისტრთან და თანაგუნდელებთან კონსულტაციის შემდეგ

თუ რაიმე ტიპის განხილვა იქნება არჩევნებში ჩემს მონაწილეობასთან დაკავშირებით, რომელიც ჯერ არ ყოფილა, აუცილებლად მივიღებ გადაწყვეტილებას მინისტრთან და ჩემს თანაგუნდელებთან კონსულტაციის შემდეგ, - განაცხადა შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ. 
„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, აპირებს თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ამ წუთში შინაგან საქმეთა სამინისტროში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში მუშაობს. „ვფიქრობ, თუ რაიმე ტიპის განხილვა იქნება არჩევნებში ჩემს მონაწილეობასთან დაკავშირებით, რომელიც ჯერ არ ყოფილა, აუცილებლად გადაწყვეტილებას მივიღებ მინისტრთან და ჩემს თანაგუნდელებთან კონსულტაციის შემდეგ. მე მაქვს სურვილი, რომ გავაგრძელო მუშაობა ჩემი ქვეყნისთვის, რომ ბოლომდე მივიყვანოთ ის რეფორმები და საქმე, რომელიც აქვს საქართველოს გასაკეთებელი და მივაღწიოთ ევროატლანტიკური ინტეგრაციის სფეროში მეტ პროგრესს. რაც შეეხება არჩევნებს, რა თქმა აუნდა, მე ამ შემთხვევაში ამოვალ ჩემი გუნდის ინტერესებიდან“, - განაცხადა თალაკვაძემ.