ოქტომბერში ნატო-ს თავდაცვის მინისტრები იმსჯელებენ ნატო-ს საზღვაო და საჰაერო კომპონენტების გაძლიერებაზე შავი ზღვის რეგიონში

ოქტომბერში ნატო-ს თავდაცვის მინისტრები იმსჯელებენ ნატო-ს საზღვაო და საჰაერო კომპონენტების გაძლიერებაზე შავი ზღვის რეგიონში

მიმდინარე წლის ოქტომბერში, ნატო-ს თავდაცვის მინისტრები იმსჯელებენ შავი ზღვის რეგიონში ალიანსის საზღვაო და საჰაერო კომპონენტების გაძლიერების საკითხზე. 
ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. „შევთანხმდით ვთხოვოთ ჩვენს სამხედრო დამგეგმარებლებს, გაგვიწიონ კონსულტაციები ოქტომბერში დაგეგმილ ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე, რათა გავარკვიოთ როგორ შეგვიძლია გავზარდოთ ჩვენი ყოფნა არამხოლოდ ხმელეთზე, რადგან ეს ბრიგადებს დაევალებათ, არამედ საჰაერო და საზღვაო სივრცეში“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისი ინფორმაციით, ალიანსის წევრი ქვეყნები ასევე შეთანხმდნენ შავი ზღვის რეგიონში ნატო-ს სახმელეთო ყოფნის გაფართოებაზე, რაც მოხდება რუმინულ-ბულგარული ბრიგადის შექმნით.
„დღეს ჩვენ შევთანხმდით ჩვენი ყოფნის გაფართოებაზე, რომელიც დაეფუძნება რუმინულ-ბულგარულ ბრიგადას. იქნება მეტი ძალა, მეტი სწავლება ალიანსის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.