ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მუდმივ სესიაზე, რომელიც მიმდინარე წლის შემოდგომაზე საქართველოში გაიმართება, საქართველოსადმი ნატო-ს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ გაესმება ხაზი.
ამის შესახებ საუბარია ნატო-საქარველოს კომისიის ერთობლივ დეკლარაციაში, რომელიც მხარეებმა ვარშავის სამიტის ფარგლებში გამართულ სხდომაზე მიიღეს.
„ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის მონაწილე მინისტრები მოუთმენლად ელიან ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მუდმივი სესიის გამართვას, რომელიც ხაზს გაუსვამს საქართველოსადმი ნატო-ს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას და შექმნის საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის შეფასების შესაძლებლობას“, - ნათქვამია დეკლარაციაში.