ნატო-მ ბალტიისპირეთსა და პოლონეთში დამატებითი ბატალიონების განლაგების გეგმა დაამტკიცა

ნატო-მ ბალტიისპირეთსა და პოლონეთში დამატებითი ბატალიონების განლაგების გეგმა დაამტკიცა

ნატო-მ ვარშავის სამიტზე ბალტიისპირეთსა და პოლონეთში დამატებითი ბატალიონების განლაგების გეგმა დაამტკიცა. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სტოლტენბერგის ინფორმაციით, საუბარია ლატვიაზე, ლიტვაზე, ესტონეთსა და პოლონეთზე. აღნიშნულ ქვეყნებში განლაგდება დამატებითი 4 მრავალეროვნული ბატალიონი როტაციის პრინციპით.