თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ხელისუფლება დემოკრატიის სასარგებლოდ გარკვეულ რისკებზე მიდის.
სესიაშვილის თქმით, რისკები საზოგადოებას შეიძლება, არ მოსწონდეს, მაგრამ დემოკრატიის განვითარებას ასე სჭირდება.
"ხშირად გვაკრიტიკებენ ხოლმე, რატო არ ხდება "ნაციონალური მოძრაობის" დასჯა და ა.შ. ამ ყველაფერს ჩვენი საზოგადოება ხშირად ითხოვს დღესვე. ჩვენ, როცა მეტ წილს ვდებთ დემოკრატიაში, ენერგიას, პოლიტიკურ ინვესტიციებს, თავისთავად, გარკვეულ რისკებს ვაჩენთ. საზოგადოებას შეიძლება, არ მოსწონდეს, მაგრამ ჩვენ ამას მხოლოდ და მხოლოდ დემოკრატიის სასარგებლოდ ვაკეთებთ. მხოლოდ დემოკრატიის ფარგლებშია შესაძლებელი ქვეყნის სტაბილური, თანმიმდევრული განვითარება, რისი ძალიან კარგი საფუძველიც ქვეყანას გააჩნია", - განაცხადა სესიაშვილმა ტელეკომპანია "GDS"-ის გადაცემა "2030"-ში.