"დემოკრატიული მოძრაობის" პოლიტიკურ მდივან გიგლა ბარამიძის განცხადებით, შესაძლოა, "რუსთავი 2"-ის სარედაქციო პოლიტიკა და მფლობელები თვენახევარში შეიცვალონ.
ბარამიძის განმარტებით, ტელეკომპანია "რუსთავი 2"- ში მიმდინარე პროცესები მხოლოდ ხელისუფლებას აწყობს.
"საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ხელისუფლებამ რაც არ უნდა თქვას, რომ ეს კერძო შემთხვევააო, შეიცვლება ის რეალობა, რაც ახლა "რუსთავი 2"- შია და თუ ვინმეს ეს აწყობს, უპირველეს ყოვლისა, ეს დღევენდელ ხელისუფლებას აწყობს. რეალური საფრთხე არსებობს, რომ თვენახევარში, არჩევნებამდე ან ყველაზე გვიან, არჩევნების შემდეგ, სრულიად შეიცვალოს ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკა, დამოკიდებულება და მფლობელებიც კი",- განაცხადა ბარამიძემ "პირველ პრესკლუბში".